ამირან გამყრელიძის განცხადება

ვირუსი არსად წასულა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება დიდ წილად წესების დაცვაზეა დამოკიდებული, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და განმარტავს, რომ ამ პროცესში პირბადეს გადამწყვეტი როლი აქვს. ამირან გამყრელიძე ტრანსპორტში პირბადის ტარების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მეხუთე კლასის ზემოთ პირბადე მოსწავლეებმაც ატარონ.

დღის თემა

 

დატოვე კომენტარი