ამირან გამყრელიძის განცხადება

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის სახეცვლილი შტამი, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს. ახლა სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, განიცადა თუ არა კიდევ ერთი მუტაცია „კოვიდ-19“-მა და დიდი ბრიტანეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, მოაღწია თუ არა ინფექციის ახალმა ფორმამ საქართველომდე.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსებისთვის მსგავსი პროცესები დამახასიათებელია და კვლევის მიმდინარეობისას მიღებული დამატებითი ინფორმაცია, ოპერატიულად გასაჯაროვდება. ამ დროისთვის უკვე გარკვეულია, რომ ვირუსის სახეცვლილი ვერსია, უფრო სახიფათო არ არის.