ამირან გამყრელიძის განცხადება

საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 150-დან 200-მდე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ინფიცირდება, – ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს ამ დროისთვის ჯანდაცვის სისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალისტების დროულად ჩანაცვლება რთულია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ექიმების უმრავლესობა არა უშუალოდ კლინიკაში, არამედ სამუშაო პროცესის გარეთ, ყოველდღიური ურთიერთობებისას ავადდება.

ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასება – ამირან გამყრელიძე „თავისუფალ ხედვაში“