საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. მასტერ-სომელიეები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ. მათ ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დაყენებული ქართული ღვინოები. დედაქალაქში კი გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია. ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო ენდ პარტნერს“ ორგანიზებით ჩატარდა.