„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ღონისძიება

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ფარგლებში, პირველი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება. სიმბოლური კაპსულა საძირკველში დღეს პრემიერმა ჩაუშვა. ცათამბჯენის პროექტის ღირებულება დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენს. მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულს მოიცავს, რომელიც პალმის ფორმის იქნება. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს და მისი მიზანი რეგიონის ურბანული განვითარების ახალი სტანდარტის დადგენაა.