ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 36, დღის განმავლობაში კი ინფექციურ საავადმყოფოს, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე განკურნებული პაციენტი დატოვებს. მათ შორის გამოჯანმრთელებაზე განმეორებითი ტესტი ორ მოზარდს უტარდება.

კლინიკაში ამ წუთისთვის 36 ინფიცირებულია, მათ შორის არის ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამავე ჯგუფიდან ლაბორატორიული კვლევა კიდევ შვიდ პირს ჩაუტარდება. ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტებიდან კი კრიტიკულად ფასდება ერთი პირი, ოთხი კი საყურადღებოა.