ალტერნატიული ენერგია

ქვეყანაში ალტერნატიული ენერგიის ათვისების დამატებითი ხელშეწყობა იწყება. ცვლილებები ნეტო-აღრიცხვის სისტემაში შედის. საუბარია მოქალაქეების მიერ ქარის ან მზის ენერგიის ათვისებაზე. ჭარბი ენერგიის მიწოდება ამ შემთხვევაში გამანაწილებელი კომპანიების ქსელშია შესაძლებელი.

სისტემით უკვე 80-ზე მეტი აბონენტი სარგებლობს. სემეკ-ის მიერ ამოქმედებული ახალი წესებით, ეს რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება და მასში ჩართვის შესაძლებლობა მოქალაქეთა ჯგუფებს შეეძლებათ.