ალიევმა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმება დაამტკიცა

15:19, 10.07.2026

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ბრძანების თანახმად, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მისი დებულებების შესრულება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს საქართველოს მთავრობას შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. საუბარია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებაზე“, რომელსაც 18 მაისს ბაქოში მოეწერა ხელი.

მსგავსი