ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ტუროპერატორები საქართველოში

15:35, 10.08.2026

მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან ტუროპერატორები სტუმრობენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტუროპერატორები გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, სასტუმროების, ტურისტული მარშრუტებისა და ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. უცხოელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებსაც შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადება და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობები.

მსგავსი