ბათუმში, „ორბი ჯგუფის“ ახალი მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის, ORBI Continental-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ხორციელდება ბულვარში, ზღვის სანაპიროზე, ზღვიდან 50 მეტრში. ის შედგება ორი სხვადასხვა სიმაღლის ცათამბჯენისგან — 55 და 37-სართულიანი შენობებისგან, რომლებიც მრავალფუნქციური პლატფორმით არიან დაკავშირებული. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ღონისძიების პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო.