ახალი სასტუმრო ბათუმში

 ბათუმში, კავკასიის რეგიონში პირველი „ლა ქინთას“ ბრენდის სასტუმრო გაიხსნა. ეს კომპანია „იელთი ჯგუფისა“ და უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – „ვინდემ ჰოტელ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია. ადგილობრივ ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული პროექტი, საქართველოს შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ბათუმის მერმა და ამერიკული „ვინდემ ჯგუფის“ რეგიონულმა ხელმძღვანელმა.