ახალი სამედიცინო მიმართულება რუხის კლინიკაში

21:47, 20.12.2025

სამედიცინო მომსახურება, რომლის მისაღებადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობა ამ დრომდე დედაქალაქში ჩამოდიოდა, უკვე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ხელმისაწვდომი. მაღალტექნოლოგიურ კარდიოლოგიურ სერვისებს კი პაციენტებს თბილისიდან მიწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შესთავაზებენ. სამედიცინო დაწესებულებაში უკვე ჩატარდა ამ მიმართულების რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია.

კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ამ და სხვა ნებისმიერი სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ. „მაღალ ხარისხზე წვდომა უნდა ჰქონდეს თითოეულ ადამიანს,“- ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს მიდგომა.

ნატალია ბერულავა და ხატია ჯამალაშვილი რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სერვისების შესახებ.

მსგავსი