ახალი ქართული ფილმი - „პერსონა ნომერი 2“

ქართველი რეჟისორის ახალი ფილმის წარმატებული პრემიერა.  ნინო ბასილიას  ნამუშევარმა სახელწოდებით – „პერსონა ნომერი 2“, ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმს რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ფილმზე ნინო ბასილია რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. მასში სხვადასხვა თემებზე ცხრა ქალის ხმამაღალი ფიქრებია წარმოდგენილი ეგზისტენციალურ თემებზე, სიცოცხლის რაობაზე და საკუთარი თავის ძიების გზებზე.

სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს მუსიკა, რომელზეც გერმანელმა კომპოზიტორმა ალექს ბეკერმა იმუშავა.

დატოვე კომენტარი