ფინანსური სერვისების ახალი პლატფორმა „ბაიბითი“ საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა. ღონისძიებაზე მიმდინარე და გრძელვადიანი გეგმები წარადგინეს. ისაუბრეს მსოფლიოში ციფრული აქტივების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ქვეყანაში შემოსვლის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეს საფინანსო სექტორის დინამიურ განვითარებას ადასტურებს. Bybit მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ფლობს რეგულატორულ ავტორიზაციებს სხვადასხვა რეგიონში.