ახალი მოსასვენებელი სივრცე ქუთაისის აეროპორტში

15:26, 29.05.2026

ქუთაისის აეროპორტში ახალი მოსასვენებელი სივრცე გაიხსნა. მოეწყო პრემიუმ სერვისი, ე.წ. სწრაფი გასასვლელიც, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს, რიგების გვერდის ავლით, სპეციალური დერეფნის საშუალებით, უფრო სწრაფად გაიარონ აეროპორტში აუცილებელი პროცედურები. პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ე.წ. ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.

მსგავსი