კორონავირუსის გავრცელება უთანხმოებას ამწვავებს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის. ბრალდების მთავარი ადრესატი ჩინეთია. აშშ და ახლა უკვე ავსტრალია აცხადებენ, რომ ჩინეთმა ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია დროულად არ გაავრცელა.
პეკინი ბრალდებებს უარყოფს. პეკინში ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხაზით და ასევე ინდივიდუალური არხებით, ყველა სახელმწიფო იყო ინფორმირებული ჩინეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მსოფლიში კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლის მაჩვენებელი 180 000-ს აჭარბებს. კორონავირუსის საწინააღმდეგო 20-მდე ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. ახალი ვაქცინის კლინიკური შემოწმება იწყება გერმანიაშიც.