კორონავირუსის პანდემიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორის დაფინანსება დააკარგვინა. დონალდ ტრამპმა 72-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციის სპონსორობა შეწყვიტა. ასეთია საბოლოო გადაწყვეტილება არაერთი მწვავე განცხადების შემდეგ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი ორგანიზაციას ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვასა და არაეფექტიან მართვაში ადანაშაულებდა.
ამ ნაბიჯს მწვავე რეაქციები მოჰყვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამერიკაში პანდემიის შეჩერება ისევ ვერ ხერხდება, ციფრები ყოველდღიურად იზრდება. ყველაზე დიდი კერა ნიუ იორკშია. დაღუპულთა სტატისტიკის მხრივ, მცირედი კლებაა იტალიასა და ესპანეთში, თუმცა, ახალი შემთხვევები ისევ მზარდია. ვითარება უარესდება იაპონიაშიც.