პოლიტიკური პროცესი პანდემიის ფონზე

 კარანტინის რეჟიმის ამოქმედება არ იგეგმება, თუმცა მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება. ეპიდემიოლოგები ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე, მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე და მზარდ რისკებზე მიუთითებენ. ამიტომ ქუჩაში გასულ პოლიტიკოსებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პირბადეების ტარებისკენ და ყველა რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესებული კოვიდსტატისტიკის კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებს პრემიერიც. მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ახალ ფაზაზე გადასვლასთან ერთად, გადაიხედოს წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია.