ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

ბოლო 24 საათში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ისევ სატრანზიტო გადაზიდვას უკავშირდება. რუსეთსა და სომხეთში მგზავრობის შემდეგ სატვირთო მანქანის მძღოლი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, რა დროსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

დანარჩენი ორი ახალი შემთხვევა კი დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. ბოლო კვირების ტენდენცია გრძელდება – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კორონავირუსის ახალ ფაქტებს დღესაც რამდენჯერმე გადააჭარბა.

ხვალ გახდება ცნობილი ყველა ის რეგულაცია და ნორმა, რომელთა დაცვა ტურიზმის სფეროს საზღვრების გახსნის შემდეგ მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე საქართველო ვიზიტორებს არ მიიღებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა.

დატოვე კომენტარი