ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

კოვიდ 19“-ის გავრცელების პიკი ისევ იტალიასა და ესპანეთშია. მარტო ესპანეთში, ბოლო 24 საათში, 2 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა 150 მოქალაქე. მონტენეგროს გარდა, კორონავირუსმა ევროპის ყველა ქვეყანა მოიცვა. შემაშფოთებელია სტატისტიკა საფრანგეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. ინფიცირების შემთხვევების უმეტესი ნაწილი შიდა გავრცელებას უკავშირდება. ამიტომ, რიგი ქვეყნები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უპრეცედენტო ზომებს მიმართავენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს უფრო აგრესიული მოქმედებისკენ მოუწოდებს. მთავარი გზავნილი ასეთია – ყველა საეჭვო, თუნდაც უსიმპტომო მოქალაქის სწრაფი ტესტირება და მასთან დაკავშირებული პირების უმოკლეს დროში იდენტიფიცირება.