ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

21:12, 14.04.2020

30 ახალი ფაქტი 24 საათში – ეს არის დაავადების პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი. რამდენიმე შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია. იზრდება კლასტერები და, შესაბამისად, ფართოვდება კონტაქტების წრე.

ახალ ინფიცირებულებს შორის არიან ექიმებიც, რომელთა რაოდენობა დღეს მკვეთრად გაიზარდა. ეს კი მედიკოსების სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტ რისკს აჩენს. ოთხი რეგიონის გარდა, „კოვიდ-19“ უკვე საქართველოს ყველა რეგიონში ფიქსირდება.

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, პიკი ჯერ კიდევ წინ არის. ამიტომ, მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით რთული იქნება, რის გამოც სახლებში დარჩენასა და დაწესებული შეზღუდვებისა და სოციალური დისტანცირების დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

 

მსგავსი