ახალი კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე

მკაცრი შეზღუდვების ფონზე დამატებით შეღავათებს მიიღებენ ის მეწარმეები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ტურისტული სექტორისა და ცალკეული კერძო კომპანიების შემდეგ, შეღავათებით ისარგებლებენ ის მცირე თუ საშუალო მეწარმეები, რომლებსაც თბილისში მუნიციპალიტეტის კუთვნილი ფართები იჯარით აქვთ დაკავებული. მზად არის ის მექანიზმიც, რომლითაც ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე არსებული ფასების შენარჩუნება მოხდება. ლარის კურსის მკვეთრი ვარდნით გამოწვეულ სხვაობას მთავრობა დაფარავს. 

რაც შეეხება მარაგებს: სატვირთო მანქანები, რომლებიც სხვადასხვა საკვები თუ პირველადი მოხმარების პროდუქტების რეზერვებითაა დატვირთული, უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტთანაა გაჩერებული. ცალკეულ პროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება სურსათის დეფიციტს გამორიცხავს.

 

 

დატოვე კომენტარი