გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-მა კიდევ 45 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა დღევანდელმა რაოდენობამ მცირედით იკლო და 2 911-ს მიაღწია. ნოემბრის ბოლომდე ეპიდემიოლოგები ამ სტატისტიკის კიდევ უფრო გაზრდას ვარაუდობენ. კვლავ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება გამოჯანმრთელებულთა დღიური რიცხვი. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა პრემიერ-მინისტრიც. აქტიური 16 200-მდე შემთხვევიდან კლინიკებში 4 600-მდე პაციენტი მკურნალობს.