საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways შემოდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი პირველადი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია აბუ დაბი-თბილისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1-ლი მარტიდან გეგმავს. ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება.
Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება. ამჟამად, აბუ დაბი-თბილისი – აბუ დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში შვიდი სიხშირით სრულდება.