ახალი ინფრასტრუქტურა ქუთაისის აეროპორტში

15:28, 27.11.2024

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვა გრძელდება. გაფრენის დარბაზში ამოქმედდა E-Gate. ეს არის ჩასხდომის ავტომატიზებული სისტემა. აღნიშნული დღეიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. სიახლე გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს, რითაც ქუთაისის აეროპორტის მგზავრისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება.

მსგავსი