ახალი ჰესის მშენებლობა თელავში
თელავში, მდინარე სტორზე ჰიდროელექტროსადგური „სტორი 1“ შენდება. მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2025 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, მანამდე კი სადგური სატესტო რეჟიმში ამოქმედდება. კომპანია გეგმავს ჰესების მართვის პერსონალი სრულად ადგილობრივი კადრებით დააკომპლექტოს. ამ მიზნით, დაფინანსდა ადგილობრივი პერსონალის გადამზადების პროგრამები. ელექტროსადგურის სიმძლავრეა 33,6 მგვტ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურების ძირითადი სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, კომპანიამ განახორციელა სოფელ ლეჩურსა და მთლიანად ფშაველის თემში სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ამასთანავე, კომპანია სრულად ანაზღაურებს ლეჩურის მოსახლეობის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს.