ახალი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია
ekalata.gov.ge – ახალი ელექტრონული პორტალი, სადაც სხვადასხვა მარკეტის შეთავაზებები და ფასებია განთავსებული. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალი წარადგინა. ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს.
დაგეგმილია ვებპორტალის შემდგომი განვითარებაც, სადაც საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სამაუწყებლო და სატელევიზიო ფორმატებში მოხდება, ასევე შეიქმნება სპეციალური აპლიკაცია მობილური მოწყობილობებისთვის.
პრეზენტაციას შალვა სუმბაძე დაესწრო, რომელიც ახლა უფრო მეტს გვეტყვის აღნიშნული პორტალის შესახებ.