ახალი ავიარეისები საბერძნეთის მიმართულებით

ახალი ავიარეისი საბერძნეთის მიმართულებით. ჰერაკლიონიდან თბილისში Sky Express იწყებს ფრენას. ავიაკომპანიის ახალ პირდაპირ მიმართულებაზე რეისები 6 ივლისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს შესრულდება. Sky Express საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისთვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ასრულებს.