ახალი ამბულატორიები წყალტუბოს სოფლებში

წყალტუბოში, სოფელ გუმბრასა და ქარელში, სოფელ რუისში ახალი ამბულატორიები გაიხსნა. მიზანია, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად არის აღჭურვილი. წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კიდევ ექვსი ახალი ამბულატორიის გახსნაა დაგეგმილი.