ახალი ამბულატორიები სოფლებში 

ახალი ამბულატორიები მოეწყო ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. უწყების ცნობით, ამბულატორიების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია სამეგრელოს, გურიასა და იმერეთის სოფლებშიც.

მიმდინარე წელს სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში ააშენებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.