ახალი აღჭურვილობა აჭარის დახმარების ცენტრებში

ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს ახალი სპეცმანქანები შეემატა. მაღალი გამავლობის ავტომობილები დაწესებულებას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. 8 ავტომობილი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს გადაეცა, ერთი კი ქობულეთს.

თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ხულოსა და ქედაში სასწრაფო დახმარების ახალი ოფისების მშენებლობაც არის დაგეგმილი. ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე კი ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ოფისი აშენდება.