აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი ზუგდიდში. როგორია რეგიონში არსებული აგროსაინვესტიციო პოტენციალი და რა უნდა გაკეთდეს აგრობიზნესის განვითარების ხელშესაწყობად. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები ქვეყნის პრემიერმა და მთავრობის წევრებმა დღეს ფერმერებს გააცნეს.

მსგავსი ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა, თუმცა ის პერმანენტულ სახეს მიიღებს და წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონს მოიცავს.