აგარის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი

აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ, მათ მუშაობაზე უარი განაცხადეს და დაპირებული პრემია მოითხოვეს. ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხელფასი დაბალია და მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება ხელფასის 20-პროცენტიან მატებაზე და ასევე პრემიის გაცემაზე.

შეკრებილები ამბობენ, რომ თუ ქარხანა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისინი დღესვე გააგრძელებენ მუშაობას. გაფიცულ თანამშრომლებთან ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მივიდა. ქარხანაში 450 ადამიანია დასაქმებული.