აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აჭარის ტელევიზია მუშაობას აჩერებს და მის ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება მოხდება. როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ვაკო ორმოცაძე გვერთვება, რომელიც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას გაგვაცნობს.