აჭარის მთავრობის სხდომა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარაში რეგიონულ დონეზე დამატებითი ღონისძიებები ხორციელდება. საზღვარზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკოსთა დამატებითი ჯგუფი გაგზავნა. ვირუსის პრევენციის საკითხებზე მსჯელობით დაიწყო დღეს აჭარის მთავრობის სხდომა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, გაჩნდა კითხვები, რატომ არ მოწმდება საზღვარზე ყველა მგზავრი, თუმცა მისი განცხადებით, ამის საჭიროება არ არის. აჭარაში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომებით არცერთი ადამიანი არ იმყოფება.