აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოში გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთ-ერთი 34 წლის ქალია. კოვიდინფიცირებული ბათუმში, „კლინიკა BMC“-ში შეყვანისთანავე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მას გადატანილი ჰქონდა მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია და ეპილეფსია. რეანიმაციაში პაციენტს თავის ტვინის ინფარქტი განუვითარდა. ექიმების განცხადებით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.