აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ პირს სასურსათო პროდუქტი დაურიგდება

18:46, 19.03.2020

აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ პირს სასურსათო პროდუქტი დაურიგდება. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებასა და სოციალურ პროექტებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

საგანგებოდ შედგენილი სასურსათო კალათა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე გაიცემა.

მსგავსი