აჭარაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის 80 წლამდე ქალბატონი, რომელსაც დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და კარანტინში იმყოფებოდა. მას თითქმის გავლილი ჰქონდა იზოლაციის პერიოდი, თუმცა, სიმპტომები ბოლო დღეს გამოუვლინდა და ანალიზმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

რაც შეეხება ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მყოფ სხვა ინფიცირებულებს, ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, რიგ შემთხვევებში კი ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 14 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, „ცხელების ცენტრში“ 112-დან 50-მდე შეტყობინება შევიდა, თუმცა ცენტრში მხოლოდ ოთხის გადაყვანა გახდა საჭირო. ბათუმის 25 საკარანტინო ზონაში კი ამჟამად 2000-ზე მეტი პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 100-მდე ადამიანი.