აჭარაში, ამ დროის მონაცემებით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება

აჭარაში, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. „ცხელების ცენტრიდან“ 30-მდე პაციენტის კვლევის შედეგი უარყოფითია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეს გამოიკვლევენ „ცხელების ცენტრიდან“ შესულ 15 პაციენტს და ასევე ამ დროისთვის აღებულია სინჯი 13 პირზე, რომლებიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის.

ამ დროისთვის ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 370-მდე კონტაქტი არის მოძიებული, მათგან გამოკვლეულია 200 ადამიანი და საერთო ჯამში, ვირუსი კლასტერთან დაკავშირებულ 25 პაციენტს აქვს დადასტურებული. ხუთი ახალი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა, მათგან ორი არასრულწლოვანია – ცხრა თვისა და ხუთ წლამდე ასაკის მოზარდი.