აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს ხუთი პირი მოათავსეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კი დღეს, კორონავირუსზე დაკვირვების მიზნით, ხუთი პირი მოათავსეს, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. გუშინ კი ცენტრში აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 15 ადამიანი შეიყვანეს, მათ პირველადი დაკვირვების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდგინდათ, თუმცა რისკის ქვეშ იმყოფებიან.

პაციენტები აბასთუმანში, ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობში, 14 დღით დარჩებიან. ისინი ცალკე პალატებში გაანაწილეს. მათ შორის არიან ერთი ოჯახის წევრებიც: ცოლ-ქმარი და დედა-შვილი, რომლებიც ერთ პალატაში არიან განთავსებული. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დატოვე კომენტარი