ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლულ ჟურნალისტს გლოვობენ

ჩრდილოეთ ირლანდიაში 19 აპრილს მოკლულ ჟურნალისტს გლოვობენ. 29 წლის ლირა მაკკი დისიდენტი „რესპუბლიკელების“ მიერ სამართალდამცველებზე თავდასხმის გაშუქების დროს დაიღუპა. მომხდარს პოლიცია ტერორისტულ ინციდენტად აფასებს. მათ ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი უკვე დააკავეს. ეს 2001 წლის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტის პირველი მკვლელობაა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსები საზოგადოებას ბელფასტის სამშვიდობო შეთანხმების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

დეტალები გვანცა ფოცხვერიას რეპორტაჟში.