42°პარალელი - საარჩევნო რბოლა სომხეთში / პარიზის კომუნა - 150 წელი / ანტიკორუფციული პოლიტიკის ეკონომიკური შინაარსი - ალბანეთის მაგალითი

42°პარალელი – საარჩევნო რბოლა სომხეთში. ინტერვიუ რეზი ქოიავასთან


42°პარალელი – პარიზის კომუნა – 150 წელი

პარიზის კომუნა, უპირველეს ყოვლისა, მშრომელთა ფენის მიერ ძალაუფლების ჩაგდების პრეცედენტი იყო, რომელიც ღირსეულ, გმირულ, მაგრამ სათავეშივე განწირულ მოვლენას წარმოადგენდა, რადგან კომუნა იყო მმართველობის ჭრელი პოლიფონია, სადაც არცერთი აზრი არ ცდილობდა დომინაციას და მის კომუნაზე თავს მოხვევას.


42°პარალელი – ანტიკორუფციული პოლიტიკის ეკონომიკური შინაარსი – ალბანეთის მაგალითი

როგორც ცნობილია, კორუფცია უარყოფით გავლენას ახდენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე – როგორც ლიბერალურ დემოკრატიებში, ისე ავტორიტარულ რეჟიმებში. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ (სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი) სხვადასხვა ქვეყანაში მხარდაჭერილი ანტიკორუფციული პოლიტიკები, მეტწილად ბაზრების დერეგულაციისა და პრივატიზაციისკენ იყო მიმართული. თუმცა, სახელმწიფოსა და ბაზრის გამიჯვნამ შეპირებული გაზრდილი კონკურენციის ნაცვლად, დიდი კორპორაციების გაზრდილი ძალაუფლება და კორუფციის ახალი საფრთხეები წარმოქმნა. ნინო ხელაია ალბანეთის მაგალითზე გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება იყოს დატვირთული ანტიკორუფციული პოლიტიკა კონკრეტული ეკონომიკური ხედვებით.

42° პარალელი