42° პარალელი – ისტორიული ტრამპიზმი​

კაპიტოლიუმზე შეტევა ტრამპიზმის ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენდა. ბევრისთვის გასული ოთხი წელიწადი უჩვეულო იყო ამერიკული შიდა და საგარეო პოლიტიკების კუთხით. თუმცა თავად ტრამპიზმი ამერიკული საზოგადოებისთვის ახალი ხილი არ ყოფილა. ქვეყნის ისტორიაში არსებობდა მისი მსგავსი ანტიმიგრაციული, ამერიკაცენტრული, იზოლაციონისტური მოძრაობები. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთ-ერთ მათგანზე, „მკვიდრთა ამერიკულ პარტიაზე” მოგიყვებით.

სიუჟეტი მომზადებულია წყაროებზე: Raybak J.R. 2017. “Millard Filmore”, Volle J.J. 2016. “Donald Trump and the Know-Nothing Movement”.

42° პარალელი