42° პარალელი - ირან-თურქული პარტნიორობა / ვაქცინის უთანასწორო განაწილების ეკონომიკური ფასი / „არაბული გაზაფხულის" წინააღმდეგობები

42° პარალელი – ირან-თურქული პარტნიორობა

ერდოღანი და როჰანი სანქციების წინააღმდეგ საერთო კოორდინაციას აპირებენ.

ინტერვიუ შოთა თხელიძესთან


42° პარალელი – ვაქცინის უთანასწორო განაწილების ეკონომიკური ფასი

პანდემიის გლობალურად შეკავებაზე იქნება დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკის სამომავლო გამოცოცხლება.

რამდენიმე თვეა, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ ვაქცინის გავრცელება მსოფლიოში არათანაბარია.

მათე გაბიცინაშვილი მიმოიხილავს თუ რა შესაძლო ეკონომიკური ფასი ჰქონდეს განვითარებული ქვეყნებისთვის ვაქცინის გლობალურად უთანასწორო ხელმისაწვდომობას, მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფენ თუ არა ისინი თავიანთი მოსახლეობის სწრაფ ვაქცინაციას.


42° პარალელი – არაბული გაზაფხულის წინააღმდეგობები

დეკემბერში „არაბული გაზაფხულის“ დაწყებიდან ათი წელი გავიდა.

2010 წლის 17 დეკემბერს ქუჩაში ბოსტნეულით მოვაჭრე ტუნისელმა მუჰამედ ბუაზიზიმ ადგილობრივი სამართალდამცავების თავგასულობის, კორუფციისა და საჯარო მოხელეების უმოქმედობის გასაპროტესტებლად თავი დაიწვა.

არაბული სამყაროსთვის ეს თარიღი მსოფლიო ისტორიაში 1914 წლის 28 ივნისის მოვლენის თანასწორია, როდესაც სერბი ტერორისტის მხრიდან ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდის მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბად იქცა. ომის, რომელმაც, საბოლოო ჯამში, რამდენიმე იმპერიის ნგრევა გამოიწვია.

„არაბულმა გაზაფხულმა“ ახლო აღმოსავლეთი მთლიანად შეცვალა, რამდენიმე ქვეყანაში მმართველი რეჟიმების ცვლილება გამოიწვია და წარმოუდგენლად დააბრუნა რეგიონში პოლიტიკის წინა რიგებში ძველი ეპოქის დიდი სახელმწიფოები.

თუმცა საბოლოო წერტილი პროცესში, რომელიც ათი წლის წინ დაიწყო, დასმული ჯერაც არ არის და ახლო აღმოსავლეთს წინ კიდევ არაერთი რყევა ელოდება.

შეკითხვა იმაში მდგომარეობს, გამოტანილია თუ არა გაკვეთილები გასული ათი წლიდან.

 

42° პარალელი