3759 ახალი შემთხვევა საქართველოში და 36 გარდაცვლილი

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი, მათ შორის 19 წლის გოგოა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა თბილისშია, სადაც ვირუსი 1 595 მოქალაქეს დაუდასტურდა. გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაშიც, სადაც ერთ დღეში 623 ინფიცირებული გამოვლინდა.

თათია ტაბეშაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით – როგორ აფასებენ ეპიდემიოლოგები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას?