ინფლაციის მაჩვენებელი – შეფასებები

15:12, 09.11.2026

წლიური ინფლაციის დონემ 2026 წლის ოქტომბერში 5.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ფასები მომატებულია როგორც სამომხმარებლო პროდუქტებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ნავთობის გაძვირებას. თუ პროცესი გაგრძელდა, ნათია თურნავა მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას არ გამორიცხავს. ამ დროისთვის რეფინანსირების განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი