სახელმწიფოს მხარდაჭერით, Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, ელექტრონული კომერციის წამყვანი პლატფორმის წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას გაეცნობიან.
Alibaba.com 1999 წელს დაარსდა და მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება.