21 ივნისის ღამეს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაშავებული მოქალაქეებიდან, სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას 29 პაციენტი განაგრძობს. თითქმის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებებს დღეს დატოვებს. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 პაციენტი რეგიონულ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნაწილს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ნაწილს კი ქირურგიული ჩარევა თვალზე დასჭირდა.

მარიამ სეთურიძე ესაუბრა ექიმებს და ის ახლა „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება.