2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება 

12:03, 05.10.2026

პარლამენტი 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 225 მლნ ლარით არის გაზრდილი და ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხა 2027 წელს 3 მლნ ლარზე მეტია. განათლების ხარჯები გაზრდილია 400 მილიონი ლარით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლების, მათი ადმინისტრაციული პერსონალისა და საბავშვო ბაღების ხელფასების ზრდა. ასევე, გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება“. ნოემბრის ბოლოს ფინანსთა სამინისტროს უკვე ექნება 2027 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად წარედგინება.

მსგავსი