2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
პარლამენტში ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვა გრძელდება. 2027 წლის ბიუჯეტი დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და დღესვე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრების სახელით, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს წინადადებით მიმართა, ქვეყანაში მინიმალური პენსია 400 ლარით განისაზღვროს, დეკრეტული შვებულება კი 3 000 ლარით. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ამ საკითხებზე მსჯელობა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გაგრძელდება.
2027 წლის ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს შეადგენს. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5 პროცენტია. გაზრდილია ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია 60 ლარით იზრდება და 555 ლარის ოდენობით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის ოდენობა 665 ლარს აჭარბებს, პენსია იზრდება 70 წლამდე ბენეფიციარებისთვისაც.